13:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 21:24:44, 1523 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ტატუნაშვილის ცხედარს ექპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება, ამის მერე ოჯახში გადაასვენებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა.

მისივე თქმით, ცხედარს ოჯახში ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გადაასვენებენ.

"ამ წუთებში მოხდა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით. პირველ რიგში ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდება ექსპერტიზა. ამის შემდეგ მოხდება ცხედრის გადასვენება ოჯახში, სადაც მოლოდინი არის დიდი. ამ წუთებში მნიშვნელოვანია ოჯახს ჰქონდეს მიცვალებულის დატირების და მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა. ჩვენს, სახელმწიფოს და საზოგადოებას უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ ღირსეული პატივი მივაგოთ მას. იცით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სახელმწიფო უწყება იყო ინტენსიურად ჩართული ამ საკითხში.  ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგიკული საქმის გამოძიება მოხდეს", - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ჯერ არ გაცნობი და დასძინა, რომ "მნიშვნელოვანია ექსპერტიზა საქართველოში  ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს".

ცნობისთვის, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics