16:45 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 16:01:02, 1444 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს შესაძლოა დღეს გადმოსცენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს სავარაუდოდ დღეს გადმოსცემენ.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, სუს-ს ტატუნაშვილის ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ცხადია, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახთან. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს აქტიურად ამ მიმართულებით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“,- განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics