12:27 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 15:58:39, 1614 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი „რუსთავი 2“-ზე: უზნეო განცხადებები გაკეთდა მიზანმიმართულად, რომ აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო

 „ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  გია ვოლსკიმ გუშინ „რუსთავი2“-ის შენობასთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადობის მხრიდან ისეთი სახის ქმედებას, რაც „რუსთავი2“-ის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ  ჩაიდინა, ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს:

„არ ვიცი, სამართლებრივად როგორი შეფასება ექნება. მთლიანად საზოგადოების შეფასებასაც მე ვერ გავახმოვანებ. ჩემი პირადი ხედვაა, რომ უზნეო განცხადებები გაკეთდა სწორედ მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ამდაგვარი აგრესიული გამოხმაურება ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ხშირად საზოგადოებამ ზუსტად უნდა დაუსვას დიაგნოზი და ადეკვატური გამოხმაურება უნდა გააკეთოს ასეთი სახის გამოხტომებზე, რაც „რუსთავი 2“-ს ერთ-ერთმა წამყვანმა დაუშვა, შეურაცხყო რა ჩვენი ყველას რელიგიური გრძნობები. აქ არ არის საუბარი მკრეხელობაზე. ვფიქრობ, აქ საუბარია გამიზნულ პროვოკაციაზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სწორედ ასეთი განვითარება“, - განაცხადა გია  ვოლსკიმ.

კითხვაზე- აქვს თუ არა გამართლება ე.წ. ქართული მარშის მონაწილეთა ქმედებებს, ვოლსკიმ  ასე უპასუხა:

 „აქვს თუ არა გამართლება ამას სამართალდამცველები შეაფასებენ. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უზნეობა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სტიმულს აძლევს აგრესიულ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა“, - აღნიშნა  გია ვოლსკიმ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics