06:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 15:22:35, 1826 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეზოლუციაში გაწერილი სანქციების შესრულების კუთხით, პარლამენტისგან მონიტორინგის განხორციელების საჭიროებაზე საუბრობს

დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ერთობლივ რეზოლუციას მიიღებს.

ამ ეტაპზე ჩამოყალიბების პროცესშია მხოლოდ „პატრიოტთ ალიანსი“, დაუჭიროს თუ არა მხარი რეზოლუციის შემუშავებულ ტექსტს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის საკითხიც, რომელში ფიგურანტი პირების მიმართაც გარკვეული სანქციები ამოქმედდება.

„სიის საკითხი არის ასევე  მნიშვნელოვანი, თუ ეს არ დარჩება ჰაერში და ამისთვის საჭიროა სერიოზული  მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძოდ ქვეყნებთან იმისთვის, რომ იმათ მიიღონ რეალურად სანქციები,  ჩვენგან მიღებული არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს სხვებისგან გაზიარებული და ამას უნდა სერიოზული მუშაობა“,-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი რეზოლუციაში გაწერილი სანქციების შესრულების კუთხით, მთავრობის მხრიდან  განხორციელებულ სამუშაოებზე, პარლამენტისგან  მონიტორინგის  საჭიროებაზე საუბრობს.

დეპუტატის განმარტებით,  3 თვეში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს ანგარიში უნდა ჩააბაროს:

„ჩვენ უნდა ჩავატაროთ  მონიტორინგი საგარეოზე, რომ ეს მუშაობა მართლაც ჩატარდება როგორც საჭიროა და დროულად. საჭიროა, ჩვენ მონიტორინგი განვახორციელოთ საგარეო საქმეთა სამინისტროზე ამ მუშაობის მიმართ და როცა საჭირო  იქნება, ანუ 3 თვეში, სანამ  დასრულდება ის პირველი ვადა, მოვიდეს მინისტრი  და ანგარიში ჩააბაროს კომიტეტს, ან თვითონ პლენარულს“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics