06:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 16:42:58, 1769 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია საყდრისის აფეთქებასა და ეკოლოგიურ ზიანთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ოპოზიცია "საყდრისის“ აფეთქებასთან და კომპანია  RMG GOLD-ის მიერ ეკოლოგიურ და სხვა სახის ზიანის მიყენებასთან დაკავაშირებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საყდრისში  საგანგაშო პროცესები მიმდინარეობს, რაც გამოსაძიებელია:

"საყდრისის აფეთქებასთან და RMG GOLD-ის მიერ ეკოლოგიურ და სხვა სახის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა წინა ბიუროზე დავარეგისტრირეთ.სასიამოვნოა, რომ ეს პრობლემა ასევე სხვა პარტიებსაც აინტერესებთ.ეს საკითხი განხილული იქნება პლენარულ სხდომაზე.როგორც ჩანს, უკვე 2 ფრაქციის მოთხოვნით. ეს არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან იქ ხდება ძალიან ბევრი რამ საგანგაშო.თუნდაც ის, რომ კომპანიამ 3 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაიტანა 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროს და სპილენძის მადანი.ის თავის განცხადებაში ამაყობს, რომ რაღაც 5 მილიონიანი ინვესტიციები განახორციელა რეგიონულ ბიუჯეტში.საუბარია ზღვაში წვეთზე.ყველაფერია გამოსაძიებელი-აფეთქებით დაწყებული, დამთავრებული ეკოლოგიური ზიანით და პარლამენტი ვალდებული იქნება, თუ კომისიას არ შექმნის საჯაროდ მაინც იმსჯელოს კომისიის შექმნის გადაწყვეტილების შესახებ",-განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics