|
2018-03-19 08:16:41, 1502 ნახვა
საზოგადოება
ბექაური: უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, ინდიკატორებზე, როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით". – ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა „ტელეიმედის" ეთერში განაცხადა. როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, მაუწყებლის საქმიანობის შეფასების პრაქტიკა უკვე არსებობს და ასეთი შეფასების ინდიკატორი სამია. „აქაც შეყირავებულ რეალობასთან გვაქვს საქმე, ისე წარმოადგინეს, თითქოს სარეკლამო შემოსავალი ფულის დამატებისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. საერთოდ, ბევრი არასწორი მოსაზრება მესმოდა მთელი ამ დროის განმავლობაში. ზოგიერთი არასამთავრობოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ აი, ასეთი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორიც მას მოსწონს. ეს სწორი არ არის. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიმსჯელოთ, ვის როგორი მოგვწონს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საზომებზე, ინდიკატორებზე, ანუ როგორ შევაფასოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა და რა პერიოდულობით. ჩვენ იმ პარამეტრებზე უნდა ვიმსჯელოთ, ანუ ჩვენი სამსჯელოა ინდიკატორები, რითაც უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაც არსებობს, ასეთი ინდიკატორი არის სამი. ეს არის რაოდენობრივი ინდიკატორი, როგორიც არის რეიტინგი, რომელიც არის ყველასთვის, მათ შორის კერძო მაუწყებლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ინდიკატორი, მაგრამ ის არის რაოდენობრივი ინდიკატორი. მეორეა რეკლამა, რომელიც სინამდვილეში ფულისთვის კი არ იყო, იმისთვის მოხდა ეს ცვლილება, რომ რეკლამა არის ხარისხის ინდიკატორი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ნიშურ გადაცემებსაც აკეთებს, სადაც მაყურებლის რაოდენობა შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ რეკლამის მიმცემს თუ დააინტერესებს ამ გადაცემაში რეკლამის მიცემა, ეს ნიშნავს, რომ ის ხარისხიანი გადაცემაა. ამიტომ არის, რომ რეკლამა ხარისხის მაჩვენებელი ინდიკატორია. მესამე, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი ფულით, საზოგადოების ფულით ფინანსდება, მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რამდენ ფულს აბრუნებს უკან, ანუ უბრუნებს საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებელი. ქართულ წარმოებაში, ქართულ კონტენტში რა ფულს ხარჯავს და რამდენად მცირე გააქვს საზღვრებს გარეთ, რომ უცხოური კონტენტი იყიდოს. ეს სამი მთავარი ინდიკატორია, შეიძლება იყოს სხვაც, მაგრამ ამაზე გვაქვს სამსჯელო, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. შემდეგ უნდა ვაცადოთ, უნდა ვთქვათ ვადები, ერთი წელი, ორი წელი, რომ შესაბამისად ამ ინდიკატორებით გავზომოთ, რამდენად კარგად მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში საქმე. თუ არ მიდის, მაშინ უნდა მოვთხოვოთ პასუხი", – განაცხადა კახა ბექაურმა.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)