|
2015-05-19 12:21:37, 839 ნახვა
ეკონომიკა
სავალუტო ფონდი: 2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის შენელება გაგრძელდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური აქტიურობის შენელება გაგრძელდება. ამის შესახებ სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ პროგნოზებს სასაქონლო ფასებისა და რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება აუარესებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტი იქნება, ხოლო 2016 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 3 პროცენტამდე მატებაა მოსალოდნელი. ანგარიშის მიხედვით, სომხეთში, ყაზახეთში, საქართველოსა და ტაჯიკეთში წელს ინფლაციის ზრდა 1-დან 7 პროცენტამდეა მოსალოდნელი. "ექსპორტისა და ფულადი გადარიცხვების შემცირებამ, ასევე რუბლის გაუფასურებამ ცენტრალური აზიის ქვეყნების ვალუტებზე გავლენა მოახდინა. თურქმენეთმა და აზერბაიჯანმა 2015 წლის დასაწყისში ვალუტების დევალვაცია მოახდინეს. სომხეთში, საქართველოში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში კი საერთაშორისო რეზერვების დასაცავად ეროვნული ვალუტების აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება დაუშვეს“, - ნათქვამია ანგარიშში. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, ინფლაციის სტაბილიზაციისათვის შესაძლოა რეგიონში საჭირო გახდეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებელია ღრმა სტრუქტურული რეფორმები, კერძოდ, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო ინკლუზიური და დივერსიფიცირებული გახდეს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)