2018-03-18 17:11:56, 1799 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ხვალ ტატუნაშვილთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას განიხილავს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ პარლამენტის მიერ მომზადებულ რეზოლუციას განიხილავენ.
უმრავლესობის მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში უმცირესობის მერ დასმული საკითხებიცაა ასახული.
მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება.
სხდომა 10:30 საათზე დაიწყება.
ავტორი: ,