00:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 11:05:45, 322 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტროში კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში  „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საგრანტო პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ ხელი შეუწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას.

„საგრანტო კონკურსში გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:  მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება, საზოგადოებრივი დამცველი, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი, დემოგრაფიული აღორძინების ფონდი,  ახალგაზრდა ადვოკატები და ვიპიარ ჯგუფი. მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება 7 ორგანიზაციისაგან შედგება, მათ შორის 5 დაბრუნებული მიგრანტების დაარსებულია.

აღნიშნული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთათვის შემდეგი სარეიტნეგრაციო დახმარების სერვისების მიწოდებას: სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელიც  მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას; პროფესიული სწავლება;  სოციალური პროექტების დაფინანსება;  ანაზღაურებადი სტაჟირება და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა. პროგრამით ასევე გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება.

ორგანიზაციები პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას ხელშეკრულებების გაფორმებისთანავე დაიწყებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად, საქართველოს  2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 000 ლარი გამოიყო, რომელიც გრანტის სახით  კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო  ორგანიზაციებზე გადანაწილდა“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics