10:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 16:10:16, 1373 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით უმცირესობასთან ყველა პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციასთან დაკავშირებით უმცირესობასთან ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ და მას ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პოლიტიკური კონსულტაციები დასრულდა. 

"ჩვენთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა რომელიც გამოხატავს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი, ტერიტორიული მთლიანობისადმი და ჩვენი მოქალაქეების უფლებათა დაცვისადმი საერთოო ინტერესს მიიღოოს ერთი პრინციპული ტექსტი - რეზოლუცია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით. ამ რეზოლუციაში იქნება, როგორც მკაცრი შეფასებები მომხდართან დაკავშირებით, ასევე მოთხოვნილი კონკრეტული ქმედებები, მათ შორის გამოძიების ჩატარება საერთაშორისო აქტორების მონაეილეობით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება და სპეციალლური სიის ფორმირება", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics