16:16 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:14:03, 1461 ნახვა

კომენტარი
გუდაურში დაშავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს, რომელთაგან ერთი ორსულადაა, თბილისში გადმოიყვანენ

„8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა“, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან და  ორ მათგანს, სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ.

„საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის. 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას, 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა. გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი, ხელის ღია მოტეხილობა აქვს, ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, თბილისში გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ „იმედთან“ საუბარში.

მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics