13:49 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 15:07:48, 1451 ნახვა

პოლიტიკა
კენ ვოლაკი: დადებითი პასუხი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან

ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას - აშშ-ში საქართველოს მხარდასაჭერი აქტის მიღებასთან და განცხადებებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, აშშ-ს ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები აფასებენ.

როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა განაცხადა, საჭიროა, უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს, რომლის ხაზიც სწორედ საქართველოზე გადის.

"რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის რუსეთის კრემლის კამპანია, რომელიც მიმართულია დაასუსტოს დასავლური დემოკრატიები, რომლებიც იწყება ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა, უკრაინა და მოლდოვაა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორ ფართოვდება ეს პოლიტიკა აშშ-მდე.

მიზეზი, რატომაც გვჭირდება, კონგრესის მხარდაჭერის კონსოლიდაცია, არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება ვუპასუხოთ რუსებს, ჩვენ გვინდა უფრო ლოგიკური და კარგად გაგებული, ერთობლივი სტრატეგია, რომელიც რეალურად გააძლიერებს თავისუფლების ფრონტს და ეს ხაზი სწორედ საქართველოზე გადის.

გიორგი მარგველაშვილი საუბრობდა, ძალიან კონკრეტულ გზებზე, რომ აშშ-ს კონგრესმა და ადმინისტრაციამ  გადადგას ნაბიჯები ჩვენი ურთიერთობებისა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისათვის. ეს არის ზუსტად ისეთი ქმედებები, რომელსაც ვახორციელებდით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რომლებიც არიან ალიანსის წევრები.

NDI -ის პრეზიდენტი კენ ვოლაკი პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით საგულისხმოს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დადებითი პასუხი მიიღო კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან.

"მისი მესიჯი, - რომ არსებობენ თავისუფლებისათვის მებრძოლი მოწინავე ქვეყნები - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომელთა დემოკრატია ემსახურება საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და რომელთა სუვერენიტეტის დაცვაც იცავს აშშ-ს და ევროპას აგრესიისგან - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

გყავდეს საქართველო, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ალიანსში, ემსახურება მსოფლიო მშვიდობას სტაბილურობას და ეს სტრატეგიული ალიანსი მიდის ვაშინგტონამდე - ეს არის მისი მესიჯი და ვფიქრობ, რომ დადებითი პასუხი მიიღო პრეზიდენტმა კონგრესში როგორც რესპუბლიკელებისაგან, ასევე დემოკრატებისაგან და ასევე მხარდაჭერა იქნება აშშ-ს ადმინისტრაციისგანაც",  - აღნიშნა კენ ვოლაკმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics