|
2018-03-16 13:55:50, 1626 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ, ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს
"ქართული ოცნება" დათანხმდა ევროპული საქართველოს ინიციატივას, შეიქმნას "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ის ადამიანები შევლენ, ვინც საქართველოს მოქალაქეების მოტაცებაში, წამებასა და მკვლელობაში არიან ბრალდებულები",-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” მოხვდება ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ,,ჩვენ დავასრულეთ კონსულტაციები და დღეს გვაქვს საერთო პოზიცია, რომ მივიღებთ ერთიან რეზოლუციას, რომელიც შექმნის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას, შეაფასებს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დააწესებს სხვა ტიპის შეზღუდვებს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს მათშორის მკვლელობებს. როგორც პრინციპებზე, ისე ტექსტის დიდ ნაწილზე ვართ შეთანხმებული. მხოლოდ მცირე ტექნიკური დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რომელსაც ამ დღეებში დავასრულებთ და იმედი გვაქვს, რომ ოთხშაბათს იქნება მიღებული ერთიანი რეზოლუცია, რომელსაც მთელი პარლამენტი დაუჭერს მხარს,’’ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)