06:01 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 11:11:58, 1781 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რასაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის თქმით, მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნება ამ ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის.

 „ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ჩვენს მოკავშირე შეერთებულ შტატებთან გავავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ ვიფიქრეთ და ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. მოხარული ვარ, რომ აქ საქართველო აღიქმება, როგორც შეერთებული შტატების განსაკუთრებული პარტნიორი და მოკავშირე ქვეყანა რეგიონში. მიმაჩნია, რომ ამ განსაკუთრებულ პარტნიორობას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა ამ განსაკუთრებული ურთიერთობების მხარდაჭერისა და განმტკიცებისათვის. საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც ჩემი ერის გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში. მადლობას გიხდით მეგობრობისთვის და მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ განახორციელოთ განსაკუთრებული ამერიკული ხელმძღვანელობა თავისუფლების მიზნით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ს კონგრესში გამართული კონფერენცია "აშშ-საქართველოს პარტნიორობის" საკითხებს მიეძღვნა.  კონფერენცია ატლანტიკური საბჭოს და NDI -ის ორგანიზებით გაიმართა და მას ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი უძღვებოდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სენატორი ემი კლობუჩარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics