2018-03-16 09:55:25, 1405 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დაინიშნა
თბილისის მერიისა და კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა მერიაში 14:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს და მის ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.
კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.
ავტორი: ,