16:12 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 15:58:42, 1693 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას

ვერანაირი მარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახი კალაძე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ოპოზიციის კრიტიკას.

მან „ნაციონალურ მოძრაობას“  სექტა უწოდა:

„ ეს არის მარგინალური პოლიტიკური... პოლიტიკურ პარტიასაც ვერ დავარქმევ, ეს არის გარკვეული სექტა, რომელიც ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში დესტრუქციული ადამიანებისაგან დაკომპლექტებული. ყველა საუკეთესო წამოწყებებზე,  რომელიც გვქონდა, რეფორმებზე, რომლებიც დაანონსდა,მათ შეფასებებს  გადახედეთ და მემგონი საზოგადოება ამას კარგად ხედავს და აფასებს. ვერაფერი და ვერანაირი მაარგინალური დაჯგუფება ვერ შეუშლის ხელს ქალაქის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“,-აღნიშნა კალაძემ.

კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, ტაქსის მძღოლებს მგზავრების გადასაყვანად სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ.

საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ლიცენზირება საცობების პრობლემას  ვერ მოაგვარებს, არამედ „ეს იქნება  ტაქსისტების ჯიბეში ხელის ფათური“.

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ  ლიცენზიის  მიღების საფასურის შესახებ განმარტება გააკეთა:

„იმისთვის, რომ მძღოლმა ნებართვა მიიღოს, თუ ჰიბრიდი ავტომობილი ჰყავს, გადაიხდის მინიმალური ერთჯერადი საფასურის ნახევარს, თუ ელექტრომობილი ჰყავს, უფასო იქნება რეგისტრაცია, ხოლო თუ ჩვეულებრივი ავტომობილით აპირებს გააგრძელოს მომსახურება, მაშინ იქნება  მინიმალური ე.წ. ფურცლის საფასური“,-განაცხადა მაია ბითაძემ.

ამასთან, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას თქმით, ცვლილებები  დაკავშირებულია მოსახლოებისა და ტურისტების უსაფრთხოებასთან, რომლებიც ტაქსით გადაადგილდებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics