13:47 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 15:19:38, 1821 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ - სკრიპალის საქმეზე მიხეილ ჯანელიძის განცხადება ორაზროვანი და არაკომპეტენტურია

„ევროპული საქართველოს“ შეფასებით, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადება ორაზროვანი და არაკომპეტენტურია.

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და საპარლამენტო უმცირესობა გამოხატავს შეშფოთებას საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის მიერ დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ქიმიური იარაღით მოწამვლის შესახებ ტვიტერზე გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გამო. მაშინ როცა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის ხელისუფლების პასუხისმგებლობის შესახებ, მინისტრი ჯანელიძე, რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, „სიმართლის დადგენის" აუცილებლობაზე საუბრობს. ამგვარი განცხადება როგორც მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, პარტიაში მიიჩნევენ, რომ არსებულ ვითარებაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა.

„რაშიც არანაირად არ ჯდება პრემიერ-მინისტრის კაპიტულანტური მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს „მაგნიტსკის სიის" საკუთარი ვერსიის მიღებას რომელშიც რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი კონკრეტული პიროვნებების მიმართ  გატარდება მკაცრი პერსონალური სანქციები. ამ ფონზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს და დიდი იმედი გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება“, - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

გარდა ამისა, პარტია ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მისვლას ითხოვს.

„ამავე დროს, მდგომარეობის სერიოზულობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია მომავალ კვირას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილის გამოცხადება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე უკვე დაბარებული გვყავს საგარეო საქმეთა მინისტრი რომელიც კანონის თავს არიდებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას“, - ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლბერიში სერგეი სკრიპალზე თავდასხმას გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას და სამართლიანობის სწრაფვაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics