06:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 17:56:44, 2051 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი რუსეთთან უმაღლეს დონეზე ყველანაირ კონტაქტს წყვეტს - სამეფო ოჯახი მსოფლიო ჩემპიონატს არ დაესწრება

მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან და სამეფო ოჯახის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ფეხბურთის ჩემპიონატს, რომელიც რუსეთში ტარდება, არ დაესწრებიან, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც მეიმ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ყოფილ აგენტ სერგეი სკრიპალზე თავდასხმაა, რომელიც პრემიერის თქმით, რუსეთმა განახორციელა.

მისივე თქმით, ქვეყანა რუსეთთან უმაღლეს დონეზე ორმხრივ კონტაქტებს წყვეტს.

„ამ ინციდენტის შემდეგ ურთიერთობებს ძველ დონეზე ვერ შევინარჩუნებთ. ამიტომ, უმაღლეს დონეზე ყველა ორმხრივ კონტაქტს ვწყვეტთ“, - განაცხადა მეიმ და დასძინა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიზიტს, რომელიც ლონდონშია მიწვეული უკვე გაუქმებულია.

ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics