|
2018-03-14 17:39:33, 1877 ნახვა
მსოფლიო
ნატო რუსეთს მოუწოდებს, სკრიპალის საქმეზე ბრიტანეთის კითხვებს უპასუხოს
ჩრდილოატალნტიკური ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს, - ამის შესახებ DW იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ნატო რუსეთის დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე სერგეი სკრიპალზე თავდასხმას "საერთაშორისო წესების და მოლაპარაკებების დარღვევად აფასებს". ნატოს წევრი ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის კითხვებს პასუხი გასცეს. შესაბამისი განცხადება დღეს განიხილეს და 29 წევრმა ქვეყანამ მას ხელი უკვე მოაწერა. ამასთან, ნატომ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მზად არის, ქვეყანას დახმარება გაუწიოს. ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოძიებაში ჩართვის მზაობაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მანამდე ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. მისი თქმით, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)