09:16 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 14:05:17, 1617 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე: ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა

“ოპოზიცია  და მათ შორის არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც  2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რამდენიმე რესპუბლიკის მიერ ჩვენი რეგიონების აღიარება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას პრემიერის რუსეთის ხელისუფლებისადმი გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

“ოპოზიცია  და მათ შორის არასამთავრობო სექტორი ის ხალხია, რომელმაც  2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ  არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არ მომხდარიყო ჩვენი რეგიონების აღიარება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და კიდევ რამდენიმე მათზე დამოკიდებული რესპუბლიკის მხრიდან და ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება  ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დეოკუპაციას და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებას“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მმართველი გუნდის მხრიდან  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების არაკონსტრუქციულად შეფასებასთან დაკავშირებით, ჯანელიძე ამბობს, რომ არც არავინ ელოდა, რუსეთი მოკლე დროში  პოლიტიკას შეიცვლიდა.

„ჩვენა რ უნდა ველოდოთ და არც ველოდებით, რომ  რუსეთი ერთ დღეში შეცვლის თავის პოლიტიკას, ის ერთ დღეში მოახდენს  ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას და ასევე გახდება  კონსტრუქციული,  თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის მხრიდან შესაძლო კონსტრუქციულობით შევძლებთ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზების მოძებნას“,-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics