14:11 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:25:43, 1614 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის აპრილის შუალედური არჩევნებისთვის შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ პირველი სხდომა გამართა.სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სხდომამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცია მოისმინა.  როგორც ცესკო-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 

უწყებათაშორისმა  კომისიამ შესაძლო დარღვევის შესახებ შემოსული ერთი განცხადება განიხილა და რეაგირებისათვის შესაბამის უწყებებს გადაუგზავნა.
კომისიის შემდეგი სხდომა 28 მარტს გაიმართება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 48-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 1 მარტის ბრძანებით შეიქმნა, მისი მიზანი  პარლამენტის შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებაა.  

უწყებათაშორისი კომისია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა საჯარო მოსამსახურეების, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. ამისათვის კომისია შეისწავლის როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ისე იმ განცხადებებს, რომლებსაც კომისიას შესაძლო დარღვევების შესახებ პოლიტიკური გაერთიანებები ან დამკვირვებელი ორგანიზაციები მიაწვდიან. 

კომისია ითანამშრომლებს საარჩევნო პროცესში ჩართულ პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან; კომისია − ორ კვირაში ერთხელ, ხოლო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ არანაკლებ კვირაში ერთხელ შეიკრიბება. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან შეწყვეტს.

შუალედური არჩევნები №54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 28 აპრილს ტარდება. 
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი,  2016 წლის საპარლამენტო  და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების პერიოდშიც ფუნქციონირებდა. კომისია შეიქმნა 2015 წლის შუალედური არჩევნებისთვისაც. 

ჯამში, სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად კომისიამ 56 რეკომენდაცია შეიმუშავა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics