|
2018-03-13 23:42:10, 1603 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: რუსეთის განცხადება არ იყო კორექტული იმ ფონზე, რაც პრემიერმა გააკეთა
„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი",- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, განცხადებაში ასახულია უმნიშვნელოვანესი პრინციპები - დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი. ამ განცხადებაში არის ასახული ის კურსი, რომელსაც ადგას ქვეყანა 2012 წლიდან-ეს არის პრაგმატული პოლიტიკის კურსი, რომელსაც თან ახლავს პრინციპები და ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპები: ეს არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა. ეს პრინციპები დაკავშირებულია, ასევე, ჩვენს დასავლურ კურსთან და ეს ყველაფერი არის ის, რასაც ეფუძნებოდა, ასევე, ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრის განცხადება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების მხრიდან საპასუხოდ გაკეთებული განცხადება კონსტრუქციული და კორექტული არ იყო, მით უმეტეს - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე. „რაც შეეხება რუსულ რეაქციას, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის არ არის მოსაწონი. შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა პროგნოზი ამასთან დაკავშირებით. ჩვენ, მთავარია, რომ მუდმივად დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის და ეს სულისკვეთება იყო ჩადებული პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ იყო კონსტრუქციული, არ იყო კორექტული, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა განცხადებაც გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა პასუხი, სხვადასხვა რეაქცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ეს მიდგომა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შეიცვლება და რუსეთის ფედერაცია, იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას ასევე პრაგმატული მიდგომით და რაციონალური მიდგომით უპასუხებს",-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)