|
2018-03-13 16:00:24, 1910 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მეოთხე მოქალაქეს საზღვარგარეთ სურს ცხოვრება
საზოგადოებრივი კვლევის კომპანიის IPM-ის ინფორმაციით, საქართველოში ყოველ მეოთხე მოქალაქეს საზღვარეგარეთ სურს ცხოვრება. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. IPM-ის ცნობით, ქართველებისთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნები გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატებია.
კვლევაში ჩატარდა საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში. თითოეული გამოკითხული ქვეყნიდან 1 200-მა ადამიანმა უპასუხა კითხვას, რამდენად გადავიდოდნენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. საკუთარი ქვეყნიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს სურთ (78%), შემდეგ მოდიან ქართველები (60%), ხოლო (47%) სომხებისა და რუსების, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადაცვლა არ სურთ. "გამოკითხული რესპონდენტებიდან, რომლებიც სხვა ქვეყნებში გადავიდოდნენ საცხოვრებლად, აზერბაიჯანელი რესპონდენტების უმეტესობა რუსეთს (4%) და თურქეთს (4%) ასახელებს სასურველ ქვეყნებად, სომხები რუსეთს (12%) და აშშ-ს (11%), ხოლო რუსები - გერმანიას (6%). ზოგადად, ქართველი ემიგრანტების რიცხვი ბოლო წლებში კლებას განიცდის. საქსტატის ბოლო სამი წლის (2014-2016 წწ.) მონაცემების მიხედვით, იზრდება ემიგრანტთა ნაკადი საქართველოდან, მაგრამ ეს ხდება არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეების საქართველოდან გასვლის შედეგად. ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი რიცხვი რუსეთშია. თუმცა, ეს არ არის ქვეყანა, სადაც ქართველების უმეტესობას სურს საცხოვრებლად გადასვლა", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. როგორც IPM-ს მიერ განხორციელებული კვლევის მონაცემები ცხადყოფს, იმ ქართველი რესპონდენტებიდან (24%), რომლებიც სხვა ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების შანსს გამოიყენებდნენ, მხოლოდ 3% გამოთქვამს რუსეთში ცხოვრების სურვილს. მაშინ, როცა ქართველების 5-5% აცხადებს, რომ მათთვის მუდმივად საცხოვრებლად ყველაზე სასურველი ქვეყნები გერმანია და აშშ-ია.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)