06:23 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 11:34:36, 2347 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს

სირცხვილი უკრაინის ხელისუფლებას იმ გაყალბებული საქმის გამო, რომელიც მათ ახლა შეაჩერეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  NEWSONE-ის ეთერში  განაცხადა. 

 მისი თქმით, ყალბ ოპოზიციონერებზე დგას, დღევანდელი უკრაინის ბარიგები 

„უკრაინის ხელისუფლებას უნდა რცხვენოდეს.  ასევ იმ ფსევდოოპოზიციონერებსაც, რომლებიც ურცხვად დუმდნენ, როდესაც ცილი დამწამეს, ციხეში ჩამაგდეს და სასამართლოებში დამათრევდნენ.  ზუსტად ასეთ ყალბ ოპოზიციონერებზე დგანან ბარიგები“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა მას საშუალება მისცენ უკრაინაში დაბრუნდეს.

„მოვითხოვ საშუალება მომცენ უკრაინაში დავბრუნდე. რათა თავი დავიცვა ბოლომდე. შემდეგ კი ლუცენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის და დამნაშავე პროკურორებისა და მოსამართლეების ციხეში ჩასმას შევეცდები, რადგან ესენი არიან კრიმინალები, ისინი ებრძვიან ქვეყნის პატრიოტებს და ისინი უნდა ისხდნენ ციხეში“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა.  პროკურატურის განმარტებით, გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics