07:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 10:31:09, 1459 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: კვირიკაშვილმა რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა, რომელსაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებენ

„კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით, რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

„რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას, განსაკუთრებით  ე.წ პირდაპირი დიალოგის შესახებ. არანაირ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, არაფრის შეცვლას რა თქმა უნდა არ აპირებენ და პირიქით, უხარიათ, რომ პოლიტიკური ფასი მათ არ ექნებათ ამ ყველაფერში.  კვირიკაშვილის მიმართვას ისინი მომავალშიც გამოიყენებენ ციტირებისას, რომ საქართველომ რაც თქვა, გააკეთოს, ანუ უარი თქვას იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი ამ საზარელ მკვლელობებზე და რომ ჩვენ ორმხრივი ე.წ დიალოგები ვაწარმოოთ სოხუმთან და ცხინვალთან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა: „არავის  უნდა ეპარებოდეს  ეჭვი, რომ რუსეთი, როგორც ადრე, ახლაც დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებით“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics