2018-03-12 12:04:57, 2139 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.
Fox News-ის ცნობით, ბორტზე სულ ექვსი ადმიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ მფრინავი გადარჩა.
ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი სამი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მძიმე ტრავმების გამო, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვერტმფრენი ისტ-რივერის სანაპიროსთან ჩამოვარდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ,