12:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 14:43:51, 1635 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  ბრიუსელში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის  პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში, საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ამერიკელ სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის აშშ-ის პარლამენტის სპიკერთან პოლ რაიანთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ლიდერთან კონგრესმენ ნენსი პელოსისთან და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერთან კონგრესმენ კევინ მაკკარტისთან.

ვაშინგტონში  საქართველოს პრეზიდენტი  მონაწილეობას მიიღებს კონგრესში გამართულ კონფერენციაში "აშშ-საქართველოს პარტნიორობა", რომელიც ატლანტიკური საბჭოს  მხარდაჭერით გაიმართება. პრეზიდენტი ასევე საჯარო ლექციას წაიკითხავს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში და სამუშაო სადილზე შეხვდება ატლანტიკური საბჭოს, NDI -ისა და IRI- ის ხელმძღვანელობას, მონაწილეობას მიიღებს ასევე,  ჰადსონის ინსტიტუტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში და სიტყვით გამოვა ფონდში Heritage. ვაშინგტონში გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის კაპიტოლიუმში კი, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მიღება გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 16 მარტს დასრულდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics