2018-03-10 17:47:48, 2075 ნახვა
საზოგადოება
9 : 29 - „ბორჯღალოსნებმა“ რუსეთის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები ანგარიშით 29:9 დაამარცხა.
შეხვედრა ევროპა ლიგის ფარგლებში, კრასნოდარში გაიმართა.
ქართველმა მორგბეებმა 4 ლელოს დადება შეძლებს. პირველი ლელო ანტონ ფეიქრიშვილმა დადო, შემდეგ კი მეტოქის ნახევარი გიორგი ნემსაძემ, მიხეილ გაჩეჩილაძემ, ანზორ სიჭინავამ დალაშქრეს. 3 გარდასახვა და 1 ჯარიმა ზუსტად შეასრულა სოსო მათიაშვილმა.
შემდეგი მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 18 მარტს გაიმართება. „ბორჯღალოსნები“ ანთიმოზის თასის დასაბრუნებლად რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ავტორი: ,