2018-03-09 20:19:38, 1923 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა ქარმა დიდ დიღომში რესტორანს სახურავი გადახადა
თბილისში, დიდ დიღომში, ქარმა რესტორან "რიტორს" სახურავი გადახადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი.
ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში, სახანძრო-სამაშველო გამოძახების მოთხოვნით ჯამში 200-მდე ზარი განხორციელდა. მათ შორის, 123 თბილისში, ხოლო 75 სხვადასხვა რეგიონში.
ავტორი: ,