|
2018-03-09 19:38:06, 1937 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა
საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული ის შეხვედრები შეაჯამა, რომელიც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში და ნატო-ში გამართა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებების შედეგად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, კონკრეტული ღონისძიებების გატარება შეთანხმდა. ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც ახალ ორმხრივ, სექტორული თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმებას გულისხმობს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კი, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მომავალზე შედგა მსჯელობა - ნატო საქართველოს მომავალ სამიტზე იწვევს. „ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მივაღწიეთ ახალ ფორმატს - სექტორული თანამშრომლობისა, რაც საქართველო - ევროკავშირის დიალოგის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანაა. მე მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია ჩვენ კოლეგებს იმ კითხვებთან დაკავშირებით, რაც არსებობდა სავიზო რეჟიმის დარღვევასთან მიმართებაში და ჩამოყალიბდა ის სამუშაო ურთიერთობა, რომელიც ამ წარმოქმნილ პრობლემას გადალახავს. ჩვენ ვისაუბრეთ ნატოსთან მომავალი სამიტის თაობაზე და იმის შესახებ, რომ საქართველო იქნება მიწვეული ამ სამიტზე, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იქნება გადაწყვეტილი და განხილული. საკითხები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, განსაკუთრებით ეს ეხება შავი ზღვის ფორმატს, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და საქართველოს როლის აღიარებას, რომელიც ნატო-სგან ჩვენ არაერთხელ გაგვიგია. ამ შედეგების პარალელურად, ყველა შეხვედრას მძიმე ფონად დაჰყვებოდა ჩვენი მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, მისი ცხედრის გადმოსვენება და ჩვენი მოქალაქეების დაკავება, რომლებსაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან არ უშვებენ. ეს იყო ის მძიმე ფონი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვილაპარაკეთ აი, ამ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)