2018-03-09 18:47:55, 1551 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა ქარმა გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია
ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზის მიხედვით, 9-10 მარტს ქარის სიჩქარე 10-15 მეტრ წამიდან 25-30 მეტრ წამამდე გაიზრდება. ამასთან, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.
ავტორი: ,