05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 01:03:29, 2090 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს. 

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა. 

საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ მოლაპარაკებების შემდეგ, ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დელეგაციას გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფითება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო. 

საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყნის მიღწევებს,  ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. 

მხარეებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას, გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი პარტნიორებთან ერთად უვიზო მიმოსვლის პროცესში გართულებების თავიდან ასაცილებლად.

საქართველოს პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერი ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics