06:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 17:54:12, 2454 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციები გამართეს

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო აქციებით აღინიშნა.

აქციების ფარგლებში ათამდე პროფკავშირი გაიფიცა, მათ შორის მადრიდის ატოჩას სადგურის თანამშრომლებიც. პროტესტის ნიშნად ესპანეთის ტერიტორიაზე 300-მდე მატარებელი 24 საათის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს.

მადრიდში დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქციას, მსახიობი პენელოპა კრუსიც შეუერთდა. ესპანელმა ვარსკვლავმა ოჯახში ძალადობა გააპროტესტა.

ესპანეთში ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთ პრობლემად სამსახურში ყოველთვიურ ანაზღაურებაში გენდერული ნიშნით განსაზღვრულ სხვაობას ასახელებენ.

Eurostat-ის ინფორმაციით, ესპანეთის კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს მათ კაც კოლეგებზე, სულ მცირე, 13%-ით დაბალი ანაზღაურება აქვთ.

ქალთა დღეს იტალიაშიც საპროტესტო აქციით შეხვდნენ. რომსა და მილანში ფართომასშტაბიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გუშინ გვიან ღამით დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

ევროკავშირის ქვეყნებს შორის იტალია ერთ-ერთია, სადაც ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics