07:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 14:45:02, 1633 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: მერწმუნეთ, ძალიან მალე თბილისი სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ქალაქი იქნება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გეგმის მიხედვით, გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულდეს.

როგორც კალაძემ რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე აღნიშნა, მერია ასევე გააგრძელებს მიმდებარე ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

კალაძე ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პროცესში უნდა ჩაერთოს როგორც საკრებულო, პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, ისე საზოგადოება:

„2019 წლის ბოლოსთვის ვაპირებთ, რომ დასრულდეს ყველანაირი სამუშაოები, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მიმდებარე ქუჩების, შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის მოწესრიგება, მისი აღდგენა და რეაბილიტაცია, რადგან მე ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის ის სიმდიდრე, რითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა დღემდე შემოგვინახეს. ეს ყველაფერი მოვლილი და კეთილმოწყობილი უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს.ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს, მარტო თბლისის მერია ვერაფერს გააკეთებს. მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად ყოფნა, მე მხედველობაში მაქვს,  როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა.ჩვენ ერთად ბევრ რთულ ბარიერებს გადავლახავთ და მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება სიცოცხლით სავსე და სიყვარულით სავსე ქალაქი“,-განაცხადა კახი კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics