12:13 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 10:15:41, 1829 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილში დაჭრილი მძროლების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც კლინიკის ქირურგმა არჩილ ჯოგიაშვილმა განაცხადა, მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

"სასწრაფო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა შუა ხნის მამაკაცი. აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, შემავალი მუცლისღრუში. გაუკეთდა ოპერაცია, რადგან დაზიანებული ჰქონდა წვრილი ნაწლავი. ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - არჩილ ჯოგიაშვილი.  

რაც შეეხება კიდევ 3 მძღოლს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გუშინ მიიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს,გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს, 1965 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1967 წელს დაბადებულ ვ.ი.-ს და 1961 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics