|
2015-05-18 12:13:52, 403 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკრებულოსთან ხეების მოჭრას აპროტესტებენ
თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები საკრებულოსთან ხეების მოჭრას და მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებელმა მაია საღიშვილმა განუცხადა, ამ გზით ისინი ცდილობენ პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ხმა მიაწვდინონ. „მწვანე ნარგავების გაკაფვას ვაპროტესტებთ, ვითხოვთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა დეველოპერებისგან დაგვიცვან. მერიას ხმა ვერანაირად ვერ მივაწვდინეთ. არ შეიძლება ქალაქში ამდენი უსახური შენობა. სუნთქვა შეუძლებელია, განსაკუთრებით პირველ და მეორე სართულებზე. ვაპროტესტებთ მშენებლობას თამარაშვილის 13 ნოემრში და ასევე ხეების მოჭრას. დეველოპერები აპირებენ, რომ 40 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყონ. ჩვენ ვიქნებით ამ კორპუსებს შუა მოაქცეული ყოველგვარი მწვანე საფარის გარეშე“, - განაცხადა მაია საღიშვილმა. აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)