06:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 18:04:56, 1733 ნახვა

კომენტარი
მეუფე გრიგოლი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე მსხვერპლია

„ვერ ვიტყვი, რომ იგი არის უდანაშაულო, ან ვერ ვიტყვი, რომ დამნაშავეა, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ე.წ. ციანიდის საქმეზე ისაუბრეს, თუმცა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

„ბურუსი რაღაც ნაწილში გაიფანტა, რაღაც ნაწილში კიდევ ურო მეტი კითხვები გაჩნდა. ეჭვი გამოვთქვი იმის შესახებ, რომ თუ დამნაშავეა, წარმოუდგენელია, რომ იგი მხოლოდ ერთადერთი ყოფილიყო ამ საქმეში. თუ უდანაშაულოა, რატომ იმყოფება მაშინ საპატიმროში. ეს კითხვები დღესაც რჩება. ჩემი კითხვები არ გაფანტულა, შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. თქვენ იმის გაგება გინდათ, რაც ჯობია, მეც არ გამეგო. ვფიქრობ, რომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმება, არის თემა, რომელიც დაცულია, მით უმეტეს, რომ მისი სურვილი არ ყოფილა რაიმე განცხადების გაკეთება ჩემი მხრიდან. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი არის მსხვერპლი“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ცნობისთვის, მეუფე გრიგოლი და დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე დაახლოებით 3 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics