|
2018-03-07 17:18:56, 1668 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში „გოგონათა კლუბის“ წევრებთან შეხვედრა გაიმართა
ქალთა უფლებები; განათლება, როგორც საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებისა და პროფესიული წარმატების საწინდარი; საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გენდერული თანასწორობა საკანონმდებლო დონეზე აისახა, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ შემეცნებით-საგანმანათლებლო თემებისა, რომლებზეც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ხელმძღვანელი ქალები პროგრამა „გოგონათა კლუბის“ წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი თათია ხოჭოლავა, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე უძღვებოდნენ. შეხვედრა ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. თათია ხოჭოლავამ პროგრამა „გოგონათა კლუბის“ მნიშვნელობასა და ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სიახლეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული ქალების წარმატებული მაგალითი კლუბის წევრებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. პროგრამა თავად ისახავს მიზნად განათლების მნიშვნელოვნების გააზრებასა და ამ მხრივ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრებს. ეროვნული არქივის ხელმძღვანელმა სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია საუკუნის წინათ საქართველოში ქალთა უფლებების შესახებ - თუ როგორ აისახა საკანონმდებლო დონეზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან გენდერული თანასწორობა ჩვენს ქვეყანაში. თეონა იაშვილის თქმით, ქალებმა 100 წლის წინ აქტიური საარჩევნო უფლებაც მიიღეს და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში 5 პარლამენტარი ქალი ჰყავდა. ხათუნა კასრაძემ კი დამსწრეებს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ქალების უფლებების განმტკიცებისთვის ქვეყანაში განხორციელდა. რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ქალების უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს - სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნულის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია. პროგრამა „გოგონათა კლუბს“ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ორი ასაკობრივი ჯგუფის გოგონებისთვის ახორციელებს. პროგრამა მოიცავს შემეცნებით-საგანმანათლებლო ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან. სრულწლოვანი გოგონებისთვის (19-21 წლის) პროგრამის მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პიროვნული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება, ხოლო უმცროსი ასაკის, 14-18 წლის გოგონებისთვის პროგრამას განსხვავებული შინაარსი აქვს. მათთვის მნიშვნელოვანია ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბება და ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრება. სწორედ ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და შეხვედრები.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)