2018-03-07 16:15:33, 1563 ნახვა
კომენტარი
ბოტკოველი: ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ბოლო ვადად მიმდინარე კვირა სახელდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრესმდივანის მამა მიქაელ ბოტკოველის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ბოლო ვადად მიმდინარე კვირა სახელდება.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"მოსკოვის საპატრიარქომ მიიღო ჩვენი თხოვნა, რომ დაგვხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. მხოლოდ ეს ინფორმაციაა, სხვა დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. ჩვენც ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში. ყველაზე ბოლო ვადად არის დასახელებული ამ კვირის ბოლო“, - განაცხადა მამა მიქაელმა.
ავტორი: ,