12:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 13:28:20, 1770 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი აშშ-ში სატვირთოს მძღოლად მუშაობს, თბილისის ვიცე-მერი კი, მშენებლობაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მას პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს არანაირი ქონება არ დაუგროვებია. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა Meduza.io-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მის ოჯახს რამდენიმე ათასი დოლარი აქვს დაგროვილი, რაც მისივე თქმით, საწყისი ეტაპისთვის საკმარისია.

"რამდენიმე ათასი აშშ დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, მაგრამ ნორმალური შემოსავალი გვაქვს ჰოლანდიაში. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისია. მე არ დავიკარგები. მაქვს შემოთავაზებები ლექციების წაკითხვაზე და ბევრი სხვა შესაძლებლობები მექნება ასარჩევად. ამიტომ, მე არ ვიქნები დამოკიდებული ჩვენი პარტიის შემოსავალზე. უკრაინაში ჩვენ ფინანსურად გვეხმარებოდნენ. გვჭირდებოდა საჭმელი, ბენზინი, გადაადგილება. ამას აკეთებდნენ უბრალო ადამიანები, უკრაინელები და არა რუსი ოლიგარქები, როგორც ამას პოროშენკო და ლუცენკო ამბობენ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ბოსტონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მისი ხელფასი ათობით ათასი დოლარი იყო.

"იყო პერიოდი, როდესაც შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი - „მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე“. ჩემს მერე ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მიიყვანეს. პლუს მსოფლიოს მასშტაბით ვმოგზაურობდი და ლექციებს ვკითხულობდ. ლექციებში საკმაოდ ნორმალურ ფულს მიხდიდნენ - ათეულობით ათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე - როგორ ირჩენენ თავს მისი მმართველობის დროს მომუშავე მაღალჩინოსნები ახლა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი "სხვადასხვა საქმეებით" არიან დაკავებული.

„მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო. კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. თანამდებობის დაკარგვის შემდეგ ის საქართველოში დარჩა და სხვა რა გზა ჰქონდა, ხომ არ იშიმშილებდა. თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. მაგალითად, ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. (სააგენტო წერს, რომ საუბარია ლადო გურგენიძეზე) მას ხელფასს ქათული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან“, - აღნიშნა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics