|
2018-03-07 13:11:27, 2197 ნახვა
მსოფლიო
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფელ ინწკირვეთის მოსახლეობას შეხვდა
ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან, მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან და საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფატი ჭაღალიძესთან ერთად სოფელ ინწკირვეთში იმყოფებოდა. ადგილობრივებთან შეხვედრისას ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების შესახებ და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების განკარგვის მიზნით ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმარებაზე ისაუბრეს. ,,სოფლებში გაგრძელდება გზების კეთილმოწყობა, სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სანიაღვრე არხების, სპორტული მოედნებისა და ბაგა-ბაღების მშენებლობა, უბნებში გარე განათებების მოწყობა. ყურადღება დაეთმობა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და კულტურის სფეროს განვითარებას. საჭიროა თქვენი მაქსიმალურად ჩართვა მიმდინარე ღონისძიებებში, რათა ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ სოფლად არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა შუახევის მერმა.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ფრიდონ ფუტკარაძემ დედის დღე მრავალშვილიან, უხუცეს, 85 წლის ნათელა შარაშიძეს და ანგელინა ჭაღალიძეს მიულოცა. ქალბატონმა ნათელამ შარაშიძეების ოჯახს 5 შვილი გაუზარდა. ჰყავს 12 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი. ანგელინა ჭაღალიძე ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის. მათ შორის ნონა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსის მატარებელია, რომელიც ჩართულია მერიის ჯადაცის ,,ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის და ადრეული განვითარების ბავშვთა კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის" მიზნობრივ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში ტრანსპორტის ხარჯები უფინასდება ქალბატონ ანჟელას. მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართება.
(NS)
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
არჩევნებამდე სამი დღით ადრე ათასობით ისრაელელი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მიტინგს მართავს
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)