|
2018-03-07 11:30:19, 1854 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიუსელში განსახილველ საკითხებს შორის იქნება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საქართველოს მიმდინარე რეფორმები და პერსპექტივები, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის თემატიკა. პრეზიდენტი დაგეგმილი შეხვედრებისას ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპელ პარტნიორებს ინფორმაციას მიაწვდის ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული სიკვდილის შესახებ. ვიზიტის პირველ დღეს გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდება, რის შემდეგ მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. ასევე შეხვედრები შედგება ევროკომისარებთანაც. საქართველოს პირველი პირი ევროკავშირში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან სამუშაო სადილსაც გეგმავს. ევროინტეგრაციის პროცესსა და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხების განხილვა ვიზიტის მეორე დღეს უკვე ევროპის კავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან გაგრძელდება. საქართველოს პრეზიდენტი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრას გამართავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. გიორგი მარგველაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვა ბრიუსელის ფორუმზე. საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ეწვევა ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტს. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე შოთა ღვინერია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენლი ალექსანდრე მაისურაძე.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)