11:15 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 11:24:13, 1355 ნახვა

საზოგადოება
„OGP“-ის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო

17-19 ივლისს საქართველოში გასამართი  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტისთვის სპეციალური ვებ-გვერდი -  http://ogpsummit.org   სატესტო რეჟიმში ამოქმედდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შესაძლებელია მონაწილეთა რეგისტრაცია და თემატური სესიებისთვის იდეების წარდგენა. 

სამიტის დღის წესრიგი ღია მმართველობის პროცესში ჩართული საზოგადოების მონაწილეობით ჩამოყალიბდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდება; საზოგადოების ჩართულობა და ღია მიმართულება (Open Track) - ეს ის საკითხებია რომელზეც მსურველებმა სესიების/პანელების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინონ. წინადადებების წარდგენის და მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი.  

ვებ-გვერდი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქმა" „OGP"-ს საერთაშორისო სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა და ის ეტაპობრივად განახლდება. ვებ-გვერდზე განთავსდება სამიტისთვის თაობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია, დღის წესრიგი და სხვა.

 როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გასული წლის სექტემბერში გახდა. საქართველომ პლატფორმის თავმჯდომარეობა საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორობას  2018 წლის 1 ოქტომბრამდე  (1 წლის ვადით) ხელმძღვანელობს.  საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი.

საერთაშორისო დონეზე „OGP"-ის ფორმატში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობა 75 ქვეყანას აერთიანებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics