|
2018-03-06 15:05:38, 1273 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარიამ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ გახსნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეშვიდე წელია, ტრადიციულად საქართველოში იმართება ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში". კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „ჩვენ, საქართველოს მთავრობა, დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერულ თანასწორობას და ქალთა უფლებების დაცვას. ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მას შემდეგ, რაც შევუერთდით სტამბოლის კონვენციას, რომლიდან გამომდინარეც საქართველოს მთავრობამ განახორციელა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა ჩართულობას სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არა მხოლოდ პოლიციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ მთლიანად სახელმწიფოში. ჩვენთვის ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და ის რესურსი, რომელიც ქვეყანას განვითარებასა და წინსვლაში უნდა დაეხმაროს. მინდა აღვნიშნო, რომ საპოლიციო სისტემაში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ დღეს შსს-ში ვმუშაობთ, მაგალითად, ისეთ ძალზე მნიშვნელოვან რეფორმაზე, როგორიც არის ე.წ. უბნის ინსპექტორი, სადაც ვხედავთ ქალების ჩართულობის პრინციპულ მნიშვნელობას და ვთვლით, რომ ამ ახალ ინსტიტუტში ქალის როლი უნდა იყოს კიდევ უფრო მაღალი. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვნად იყოს გაზრდილი და უფრო მეტიც, მაღალი დონის მენეჯმენტში ქალი წარმომადგენლები გვყავდეს. მოგეხსენებათ, რომ ამ ფუნქციით მე დღეს მყავს ორი მოადგილე და მინდა აღვნიშნო, რომ ისინი არიან საუკეთესოები", - განაცხადა გიორგი გახარიამ. კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - მაია ჯავახიშვილის ხსოვნას. ღონისძიებას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები ესწრებიან: მოლდოვიდან, მონტენეგროდან, ალბანეთიდან, ფილიპინებიდან, პაკისტანიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან. საერთაშორისო კონფერენცია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, ქალი-პოლიციელები ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
(NS)
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)