18:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 14:15:36, 3696 ნახვა

სამართალი
პოლიციელი ვალდებული იქნება, ძალადობრივ დანაშაულებზე შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის თანხმობის გარეშეც გამოსცეს

მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ცვლილებებით, ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გამოცემა მარტივდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე  შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლება და ვალდებულება ექნება.

გარდა ამისა, პოლიციელი დაარეგულირებს აგრესორის მიერ იარაღზე წვდომის უფლებასაც.

ასევე, სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი, რასაც პირი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მოიხდის:

,,მთავრობამ ორი მთავარი ცვლილება გაიზიარა, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პირველი არის ის რომ ძალადობრივ დანაშაულებზე პოლიციელს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ მსხვერპლის ნების მიხედვით გამოსცეს,  ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და შემდეგ იცვლის აზრს და ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ სჭირდება, შესაბამისად პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე და შემთხვევებზე ექნება შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლებაც და ვალდებულებაც. ასევე იარაღზე წვდომა, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, პოლიციელმა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად უნდა დაარეგულიროს და თქვას შეეზღუდოს თუ არა აგრესორს იარაღზე წვდომა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. როდესაც განისაზღვრება ძირითადი სასჯელი, მაგალითად ძალადობისთვის, მუქარისთვის, წამებისთვის, ცემისთვის, გაუპატიურებისთვის, ან სხვა, ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს ეძლევა უფლება, რომ დამატებითი სასჯელის სახით ბრალდებულს იარაღზე წვდომა შეუზღუდოს. ასეთი დამატებითი სასჯელის მოხდა დაიწყება მას შემდეგ, რაც პირი გათავისუფლდება საპატიმროდან, ანუ მოიხდის სასჯელს”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics