11:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:34:06, 1436 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის რეგიონში სასათბურე კლასტერის პროექტი განხორციელდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სასათბურე კლასტერის პროექტს 2018 წელს განახორციელებს.

პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია.  

პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას. ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლებ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზის, ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიყვანას.

იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics