22:21 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 15:40:34, 491 ნახვა

სამხედრო
„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში ტაქტიკური სწავლება გაიმართა

ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი” ფარგლებში, ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ბატალიონის დონის საველე ტაქტიკური წვრთნა გაიმართა. სწავლებაში 300-მდე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა. ტაქტიკურ წვრთნას აშშ-ის 173-ე სადესანტო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი მაიკლ ფოსტერი აკვირდებოდა.

იმიტირებული სცენარის მიხედვით, პირობითი მოწინააღმდეგე დასახლებულ პუნქტში გამაგრდა და აეროპორტი დაიკავა. ქართულ-ამერიკული ქვედანაყოფების მიზანი დასახლებულ პუნქტზე იერიშის მიტანა და მოწინააღმდეგისგან ტერიტორიისა და აეროპორტის გათავისუფლება იყო. ამოცანის შესრულების შემდეგ, სამხედროები ოპერაციის რაიონში გამაგრდნენ. სწავლებაში ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და ქართულ შეიარაღებაში არსებული ქვეითთა საბრძოლო მანქანები ქსმ-2 მონაწილეობდა.

„ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში პირველად ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. ერთობლივი სწავლება ხელს შეუწყობს აშშ-სა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაზრდას NRF- ში მონაწილეობის მისაღებად და ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.

სწავლება 11 მაისს დაიწყო და 24 მაისს ოფიციალურად დაიხურება. წვრთნაში მონაწილეობას იღებს დაახლოებით 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ქართულ-ამერიკულ ერთობლივ წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალები I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ასეულით, IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის I მექანიზირებული ასეულითა და სამხედრო პოლიციის ოცეულითაა წარმოდგენილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics