10:23 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 09:53:08, 1617 ნახვა

საზოგადოება
გია მაისაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს

გია მაისაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. სიონის საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

 პოლიტიკოსი, „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი 56 წლის ასაკაში  გარდაიცვალა.

მაისაშვილს 2015 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინა. იგი მკურნალობის კურსს ამერიკის შეერთებულ შტატებში გადიოდა.

გია მაისაშვილი 1962 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. მაისაშვილმა 1993 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში (აშშ) გაიარა სპეციალური კურსი. 1997 წელს დაამთავრა ჯონ ფ. კენედის სახელობის ჰარვარდის სამთავრობო სკოლა. მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანია ენრონში, სადაც 2001 წლამდე კორპორაციის რისკის ანალიზის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. იყო კემბრიჯის ენერგეტიკული ასოციაციის (CERA) კასპიის აუზის ენერგეტიკული შემცველების დეპარტამენტის უფროსი. 2003 წელს გია მაისაშვილი საქართველოში დაბრუნდა.

2007 წლის 26 ივლისს მაისაშვილმა დააფუძნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მომავლის პარტია“.  2008 წელს გია მაისაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics