08:44 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-04 11:32:28, 1861 ნახვა

საზოგადოება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტები კახეთში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო.

არჩილ ბუკიამ და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას. პროექტის ფარგლებში არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან; კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება სარწყავ სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და დასრულდა სამთაწყაროს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, ხოლო აშენდა და მოეწყო ფიროსმანის ახალი სატუმბი სადგური.

 „საქართველოს მელიორაცია“ დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით   3 363 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 5 945 ჰექტარ  სავარგულზე გაუმჯობესდება,  ხოლო    დამშრალი ფართობის რაოდენობა იქნება 3 000 ჰექტარი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კახეთში გაიწმინდა და მოწესრიგდა 1160 კმ სამელიორაციო არხი, შეკეთდა 8 სათავე , 1 სატუმბი სადგური, 2 057 სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics