2018-03-03 13:56:58, 2389 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში შტორმს 5 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერმა შტორმმა გადაუარა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 2 ბავშვია - 11 და 6 წლის ბიჭები.
მედიის ცნობით, 1.6 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის გამო, ავიამიმოსვლა და სარკინიგზო მოძრაობაც შეფერხდა.
ნიუ-იორკის, ფილადელფიისა და ბოსტონის აეროპორტებში 3 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა წყალდიდობის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა.
ავტორი: ,